“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ერთ-ერთმა ვარსკვლავმა კლეი ტომპსონმა მისი გუნდი წარსულის ლეგენდებს შეადარა.
“მართალი გითხრათ, დღევანდელი “უორიორსი” “შოუთაიმის” დროინდელ “ლეიკერსსაც” კი სჯობია”, - აღნიშნა ტომპსონმა, რომლის მამაც გასული საუკუნის 80-იანი წლების ლეგენდარულ გუნდში მეჯიქ ტომპსონის მხარდამხარ თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტმა” ნბა-ს ფინალურ სერიაში “კლივლენდ კავალიერსს” 2 მატჩი მოუგო და ჩემპიონობასთან ახლოს იმყოფება.