“გოლდენ სტეიტ უორიორსის” ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ იმ კალათბურთელთა შესახებ ისაუბრა, რომლებიც მისი აზრით, ფინალის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მიღებას იმსახურებენ. კარიმ კომენტარი “კლივლენდ კავალიერსთან” ფინალური სერიის მე-2 მატჩის შემდეგ გააკეთა, რომელიც მისმა გუნდმა 110:77 მოიგო.
“რამდენიმე გვარის დასახელება შემიძლია. დრეიმონდ გრინი დღეს შეტევაში ჩინებულად გამოიყურებოდა და პირველ მატჩშიც უდიდესი სამუშაო გასწია. ანდრე იგუდალა დიდებულად იცავდა თავს ლებრონის წინააღმდეგ. იგივე კლეი ტომპსონმა არაერთი ურთულესი ტყორცნა შეასრულა. ამდენად, არჩევანის გაკეთება იოლი არ იქნება”.
შეგახსენებთ, რომ “კლივლენდთან” მე-2 მატჩში გრინმა 8-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და 28 ქულა მოაგროვა, ხოლო იგუდალას სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.