ჩოგბურთი

21:02 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის ახდენილი ოცნება და მე-12 “დიდი სლემის” ტიტული

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოცნება აიხდინა და კარიერაში პირველად “როლან გაროსის” ტურნირი მოიგო. სერბმა ფინალში ბრიტანელი ენდი მარეი 3:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩი 2011 წლიდან ცდილობს საფრანგეთის “დიდი სლემის” მოგებას, სამჯერ ფინალში გავიდა, მაგრამ ორჯერ ნადალთად და ერთხელ ვავრინკასთან წააგო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზე ნოვაკი არასტაბილურად გამოიყურებოდა და ბევრი უნებლიე შეცდომას უშვებდა, ბრიტანელი კი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რაც ბალკანელის პირველი სეტის წაგებაში გამოიხატა. ეგ იყო და ეგ შემდეგი სამი სეტი ნოვაკმა პირწმინდად მოიგო, ენდის კი არაფერი გამოსდიოდა. ფსიქოლოგიურადაც ნოვაკი უკეთ გამოიყურებოდა.

მატჩი სამ საათსა და 5 წუთს გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა 122 გათამაშება მოიგო, ხოლო მარეიმ 97

ჯოკოვიჩმა კარიერაში 64-ე ტიტული და მე-12 დიდი სლემის ტურნირი მოიგო. ნოლემ “როლან გაროსის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ენდიმ 1200 ქულა და ერთი მილიონი ევრო მიიღო.

მატჩისშემდეგ ნოვაკმა მცირე კომენტარი გააკეთა: “მადლობა ენდის ასეთი კარგი თამაშისთვის. მადლობა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი შენთან ერთად გავიზიარე. მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს ოჯახს და ჩემს სიყვარულს”.

0.136696