ფეხბურთი

17:38 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს უარი პსჟ-ს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “პარის სენ-ჟერმენის” გაწვრთნაზე უარი განაცხადა – იუწყება ცნობილი გამოცემა Goal.Com.

აღნიშნული წყაროს ცნობით, პარიზელებმა რამდენიმე დღის წინ არგენტინელ სპეციალისტს წინადადებით მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც იცით, სიმეონემ “რეალთან” წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ “ატლეტიკოდან” წასვლაზე იფიქრებდა, თუმცა საბოლოოდ “როხიბლანკოში” დარჩენა გადაწყვიტა და გუნდის გაძლიერებაზე დაიწყო ზრუნვა.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის მწვრთნელი “ატლეტიკოს” 2011 წლიდან წვრთნის და ამ დროის განმალობაში ლა ლიგა (1), კოპა დელ რეი (1), ესპანეთის სუპერთასი (1), ევროპა ლიგა (1) და უეფას სუპერთასი (1) მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო სამი წლის განმალობაში ორჯერ დამარცხდა.

0.112828