ფეხბურთი

20:10 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმით “საუთჰემპტონი” და “ევერტონი” ინტერესდებიან

“ნიუკასლის” და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველით ჟორჟინიო ვეინალდუმით, “საუთჰემპტონი” და “ევერტონი” ინტერესდებიან – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ჟორჟინიოს ჩემპიონშიფში თამაში არ ხიბლავს და “სენტ ჯეიმს პარკის” დატოვებას აპირებს. როგორც ცნობილია, ჟორჟინიოს თამაშს ორივე კლუბის სკაუტი შაბათს ავსტრიასთან მოგებულ მატჩში (2:0) ესწრებოდა, რომელშიც მეორე ბურთის გატანა მოახერხა.

25 წლის ფეხბურთელს “კაჭკაჭებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს და თრანსფერმარკტ-ი მის სატრანსფერო თანხად 20 მილიონი ევრო სახელდება.

ვეინალდუმმა განვლილ სეზონში “ნიუკასლის” მაისური 40-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.11817