ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მექსიკასთან გასამართ კოპა ამერიკის თასის გათამაშების პირველ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ოსკარ ტაბარესმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
"სუარესის დაბრუნება გადაიდო. ლუისი სწრაფი რეაბილიტაციით გვაოცებს ხოლმე, თუმცა ამჯერად საქმე სხვანაირადაა. ტრავმის მიღების შემდეგ 14 დღე გავიდა. სუარესის გამოყენებას მხოლოდ მაშინ გადავწყვეტთ, როდესაც 100%-ით მზად იქნება." - აღნიშნა ურუგვაელმა სპეციალისტმა.
სუარესმა ტრავმა "სევილიასთან" გამართულ ესპანეთის თასის ფინალში მიიღო. ურუიგვაის და მექსიკის დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.