ფეხბურთი

13:17 | 5.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მხითარიანი თითქმის "მეთოფეა"

დორტმუნდის “ბორუსიასა” და სომხეთის ნაკრების ლიდერი გენრიხ მხითარიანი კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ბრიტანული გამოცემა “სანის” ინფორმაციით, “მეთოფეებმა” 27 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ტრანსფერის ოფიციალურ დადასტურებას უახლოეს დღეებში ივარაუდება.

“არსნელას” მხითარიანის გადაბირება 30 მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ “დორტმუნდის” შემტევის მიმართ ინტერესს “ჩელსი” და “იუვენტუსიც” იჩენდნენ, მაგრამ წყაროს თუ დავუჯერებთ, “არსენალმა” ორივეს აჯობა.

მხითარიანი “ბორუსიაში” დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა 2013 წელს და “ყვითლების” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ადვილად მოახერხა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 31 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

მოგეხსენებათ, მხითარიანამდე “არსენალმა” “ლესტერის” ფორვარდის ჯეიმი ვარდის დაყოლიებაც შეძლო და აღნიშნული ტრანსფერიც მალე ოფიციალურ სახეს მიიღებს.

0.116991