ფეხბურთი

21:35 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბარტრა "დორტმუნდში" ითამაშებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მცველი მარკ ბარტრა კარიერას "დორტმუნდში" გააგრძელებს. როგორც გერმანული და ესპანური კლუბების ოფიციალური ვებგვერდები იუწყებიან, 25 წლის ფეხბურთელმა "ბორუსიასთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გერმანელებმა ფეხბურთელში 8 მილიონი ევრო გადაიხადა. მცველი მატს ჰუმელსის შემცვლელად მიიყვანეს, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა.

მარკი "ბარსას" აკადემიაში 2002 წელს "ესპანიოლიდან" ჩაირიცხა, მთავარ გუნდში კი 2012 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ, ბარტრამ 103 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

0.114941