ფეხბურთი

17:21 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი და “იუნაიტედი” 10 ივნისამდე გაოფიციალურდება

შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ფრანგული “პარი სენ ჟერმენიდან” წასვლის შემდეგ უგუნდოდაა, სულ მალე ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი გახდება.

როგორც ბრიტანული sky sports-ი იტყობინება, ვეტერანი სკანდინავიელი “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტს ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმებს. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ზლატანი “იუნაიტედს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

იბრაჰიმოვიჩის “მანჩესტერში” შესაძლო მისვლის შესახებ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტონი მარსიალმაც ისაუბრა:

“თუ ის ჩვენთან მოვა, ეს შესანიშნავი იქნება. იმედია, მალე შემოგვიერთდება”, - აღნიშნა ეროვნულ ნაკრებში შეკრებაზე მყოფმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა.

0.140142