ფეხბურთი

16:44 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: ჯეიმი ვარდი “არსენალის” ფეხბურთელია

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” საუკეთესო ბომბარდირი ჯეიმი ვარდი კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. როგორც ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი “მეთოფეთა” რიგებში უახლოეს 24 საათში ოფიციალურად დადასტურდება. ვარდის სანაცვლოდ “არსენალი” 23 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო ფეხბურთელი ანაზღაურების სახით სეზონში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ვარდის “არსენალში” გადაბარგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, “გაძეტა დელო სპორტთან” საუბრისას “მელიების” იტალიელმა თავკაცმა კლაუდიო რანიერიმაც დაადასტურა:

“დიახ, ყველაფერი სიმართლეა, ვარდი “არსენალში” მიდის”, - განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, ჯეიმი ვარდის გასული სეზონი ბრწყინვალე გამოუვიდა და პრემიერლიგის ოქროს მედალი მოიგო. ამაში მას დიდი წვლილი მიუძღოდა, რადგან “ლესტერს” 36 თამაშში გატანილი 24 გოლით შეეწია.

0.127026