ფეხბურთი

14:26 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “მიუტევებელი შეცდომები დავუშვით”

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები მოუგებელია. “ჯვაროსნებმა” გუშინ ბუქარესტში რუმინეთთან იწვნიეს მწარე მარცხი 1:5. როგორც თამაშის შემდეგ სლოვაკმა სპეციალისტმა თქვა, მის სანაკრებო კარიერაში ასეთი ცუდი დღე აქამდე არ ყოფილა. იქვე, მის მიერ დაშვებული შეცდომებიც აღიარა.

“ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. საწყის ორ წუთში მიუტევებელი შეცდომების შედეგად ორი გოლი მივიღეთ და მერე თამაში ადვილი არ იყო. მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ 1:5 წავაგეთ და რუმინეთის ნაკრებს ვულოცავ. სანაკრებო დონეზე მიუტევებელი შეცდომები პირველად დავუშვი.

რუმინეთს რაც შეეხება, მართალია, არ ჰყავს ჰაჯისა და მუტუს დონის ფეხბურთელები და ძლიერ ჯგუფშია, მაგრამ კარგი გუნდია, რომელსაც ორი-სამი გამორჩეული მოთამაშე ჰყავს”, - თქვა თამაშის შემდეგ ვაისმა.

ვაისმა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარა და დღემდე სამ თამაშში გაწვრთნა საქართველოს ნაკრები, შედეგი კი უცუდესია – 1 ფრე, 2 წაგება, 3 გატანილი გოლი და 9 გაშვებული. მომდევნო სპარინგს ქართველი ფეხბურთელები 7 ივნისს, მადრიდში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.

0.115564