სხვა

12:05 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული მუჰამედ ალი გარდაიცვალა

მსოფლიო კრივის ლეგენდა მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც NBC იტყობინება, ალი ოთხშაბათს ფინიქსის კლინიკაში სუნთქვის გართულების გამო მოათავეს. თავდაპირველად მისი მდგომარეობა სტაბილურად ითვლებოდა, თუმცა პარკინსონის დაავადებამ, რომელსაც მოკრივე 1984 წლიდან ებრძოდა, მდგომარეობა გაართულა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში ალიმ 1960 წელს ოლიმპიადა მოიგო, მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონის წოდებას ფლობდა 1964-დან 1966 წლამდე და 1974-დან 1978 წლამდე. ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო მოკრივედ, ჟურნალ The Ring-ის ვერსიით აღიარებულია ათწლეულის მოკრივედ. პროფესიონალურ დონეზე ამერიკელმა 61 ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგან 56 მოიგო (37 ნოკაუტით) და ხუთი წააგო.

ლეგენდარულ მოკრივეს მშობლიურ ქალაქ ლუისვილში დაკრძალავენ.

0.11669