ფრანგულ საფეხბურთო კლუბ "ნიცას" აქციათა 80%-ს ჩინელი ინვესტორი იყიდის. აღნიშნული ინფორმაცია L"equipe ავრცელებს. გაზეთის ცნობით, ფეხბურთელებს ახალი მფლობელის შესახებ უკვე განუცხადეს. კლუბის ამჟამინდელ პრეზიდენტს ჟან-პიერ რივერს აქციების 20% დარჩება.
"ნიცამ" 2015/16 წლების სეზონში ლიგა 1-ში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.