კალათბურთი

13:30 | 3.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს "ბ" ნაკრებს უსტიაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა "ბ’" ნაკრების მთავარ მწვრთნელად დავით უსტიაშვილი დაინიშნა, ხოლო მისი თანაშემწე ირაკლი ხოშტარია იქნება. ამის შესახებ worldsport.ge-ს დავით უსტიაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ,,ბ“ ნაკრებში ის კალათბურთელები ითამაშებენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავი გამოიჩინეს, მაგრამ პირველ ნაკრებში ვერ მოხვდნენ. ამრიგად, მათ კიდევ ეძლევათ შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის ( საბერძნეთი) ყურადღება მიიქციონ.

0.130286