2 ივნისს საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. „მიხეილ მესხზე“ გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უკრაინელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე თავური დარტყმით ვადიმ სჩასტლივცევმა გაიტანა.
ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 4 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველო U18 - უკრაინა U18 0;1
თბილისი, „მიხეილ მესხი“
საქართველო U18: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი (74’ ხაბეიშვილი), ლოჩოშვილი (კ), კობოური (74’ ბულუხაძე), ხუბაშვილი, ლაკვეხელიანი (78’ ქავთარაძე), სამურკასოვი (46’ ქოჩორაშვილი), საღრიშვილი, არდაზიშვილი (65’ კვანტალიანი), კოხრეიძე (65’ ფოჩხუა), ჩოგაძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი.
უკრაინა U18: შევჩუკი, ველიჩენკო, მატვიეიენკო, სჩასტლივცევი, ჰუდზი, ლუნოვი (58’ კოროჩოვი), სმირნი (კ) (69’ ზავინსკი), ჩებერკო (46’ ალიბეკოვი), სერედა (58’ ბონდარი), ტოპალოვი (46’ ფხაკაძე), ლიედნიევი (80’ დუბინჩაკი).
მწვრთნელი: ვოლოდიმირ ციტკინი.
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, დავით გაბისონია, გიორგი ელიკაშვილი, დავით ხარიტონაშვილი (სათადარიგო).
გოლი: 0:1 სჩასტლივცევი (45).
გაფრთხილება: 27’ სამურკასოვი, 52’ სერედა.
გაძევება: 51’ ჰუდზი.
სფფ-ის პრესსამსახური