საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შვედეთთან 3 ივნისს დაგეგმილი ევროშესარჩევი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
გია გეგუჩაძემ გუნდი ქალაქ უდევალას სტადიონ “რიმნერსვალენზე” თბილისის დროით 19:00 საათზე გაიყვანა. ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა და ძირითადად წინასწარ შეგულებული რამდენიმე სქემის დამუშავებას დაეთმო. გუნდში კარგი განწყობაა და მომავალი მატჩისთვის თვრამეტივე ფეხბურთელი მზად არის.
თამაშს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მარკუს ჰამეტერი (არბიტრი), როლანდ რიდელი (ასისტენტი), როლანდ ბრაუნშმიდტი (ასისტენტი), ჯულიან ვაინბერგერი (სათადარიგო).
შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და მასპინძელთა განცხადებით, 3-ათასიანი ტრიბუნა გაივსება.
სფფ-ის პრესსამსახური