ჩოგბურთი

19:57 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

14 წლამდელები წარმატებით თამაშობენ

14 წლამდე გოგონებისა და ბიჭების აღმოსავლეთ ევროპის ჩოგბურთელთა ჩემპიონატზე, რომელსაც ქალაქი ანტალია (თურქეთი) მასპინძლობს, ქართველი სპორტსმენები წარმატებით თამაშობენ, რომლებმაც პირველ ტურში სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ყველაზე კარგი შედეგი ანა შანიძემ უჩვენა. ერთეულთა თანრიგში მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, შანიძემ ანალოგიურ წარმატებას წყვილთა შორის მიაღწია, სადაც მარიამ დალაქიშვილთან ერთად გამოდიოდა. წყვილთა შორის მოასპარეზე ნიკოლოზ დავლიანიძემ და ზურაბ ტყემალაძემ მხოლოდ ერთი, ფინალური შეხვედრა წააგეს და მე-2 ადგილზე გავიდნენ.

დღეს, 17 მარტს, დაიწყო მე-2 ტური, რომელიც 21 მარტს დასრულდება.

0.128139