ჩოგბურთი

14:01 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

14-წლამდე ჩოგბურთელები ანტალიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

11-21 მარტს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი 14-წლამდე ასაკის ჩოგბურთელთა შორის. ტურნირში მონაწილეობას იღებენ 14 ქვეყნის სპორტსმენები.

ესენი არიან: საქართველო, სომხეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი, ისლანდია, ლატვია, მაკედონია, მალტა, მოლდოვა და ჩერნოგორია.

14 ქვეყანას 2-2 საუკეთესო ჩოგბურთელი წარმოადგენს, ხოლო მასპინძელი ქვეყნიდან – თურქეთიდან  4-4 საუკეთესო ჩოგბუთელი ითამაშებს.

საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელები: ნიკოლოზ დავლიანიძე, ზურაბ ტყემალაძე, ანა შანიძე და მარიამ დალაქიშვილი.

ჩემპიონატი ტარდება ორ ტურად, 11-15 მარტი და 17-21 მარტი. ორივე ტურის 5-5 საუკეთესო ჩოგბურთელი  ევროპის გაერთიანებულ გუნდში მოიპოვებს ადგილს, რის შემდეგაც Tennis Europe Junior Tour-ის პირველი კატეგორიის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

 

ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.123786