ფეხბურთი

20:32 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” თურქი მცველი დაიმატა

“ფენერბახჩეს” აწ უკვე ყოფილი მარცხენა მცველი ჯანერ ერქინი, მილანის “ინტერში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ტრანსფერი “ნერაძურის” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ერქინი თურქეთის ნაკრების წევრია (46 მატჩი, 2 გოლი) და ევრო 2016-ზე ითამაშებს. მან განვლილ სეზონში “ფენერბახჩეს” მაისური 27-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.117749
სარეკლამო ადგილი - 99
X x X