“დორტმუნდის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი, “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია “ქალაქელების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
გერმანიის ნაკრების მოთამაშემ ახალ კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. არაოფიციალური ცნობის მიხედვით, ხოსეპ გვარდიოლას “სიტის” მწვრთნელის რანგში პირველი ტრანსფერი 20.25 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველი “დორტმუნდის” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა და 157 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მან განვლილ სეზონში “ყვითლების” მაისური 40-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.