რუსული საიტის ცნობით, ლევან ყენიას შეძენა რუსული პრემიერლიგის სამ კლუბს სურს. ყენიას რუსეთში არასოდეს უთამაშია, თუმცა 2012 წელს ძალიან ახლოს იყო სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადასვლასთან. მაშინ კონტრაქტი აღარ გაფორმდა და ფეხბურთელი ლვოვის “კარპატიში” წავიდა.
ყენია ჩეხეთის “სლავიაში” თამაშობს და კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა ვნახოთ, თუ რეალური წინადადება იქნება, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს.
ლევანი ამჟამად რუმინეთშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადება.