1985 წლის შემდეგ შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც “როლან გაროსის” ნახევარფინალში გავიდა. ვავრინკამ ტურნირის მეოთხედფინალში რამოს-ვინოლასი 6:2, 6:1, 7:6 დაამარცხა. შვეიცარიელი 31 წლის და 69 დღისაა.
1985 წელს “როლან გაროსის” ნახევარფინალში ჯიმი კონორსი გავიდა, ამ დროს ამერიკელი ჩოგბურთელი 32 წლის და 280 დღის იყო.
სტანისლასი ნახევარფინალში ბრიტანელ ენდი მარეის შეხვდება, შეხვედრა 3 ივნისს თბილისის დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.