ჭადრაკი

15:56 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე სტეფანოვა დაწინაურდა

რუმინეთის კურორტ მამაიაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 6 ტურის პარტიები მიილია, ერთპიროვნული ლიდერი კი სახელოვანი ბულგარელი ანტოანეტა სტეფანოვა (2507) გახლავთ, რომლის აქტივშიც 5.0 ქულაა.

გასულ ტურში სტეფანოვამ თეთრი ფიგურებით უწინდელი ლიდერი იულია შვაიგერი (2415) დაამარცხა, სხვა მეწინავეთა პარტიები კი ყაიმებით დასრულდა.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი (4.0) მერი არაბიძეს (2363, მე-18 ადგილი), ლელა ჯავახიშვილს (2493, 22-ე), სალომე მელიას (2409, 26-ე) და მაია ლომინეიშვილს (2367, 29-ე) აქვთ.

სხვა ქართველების მაჩვენებლები ასეთია: 34. ნინო ხურციძე (2409) – 3.5; 36. სოფიკო ხუხაშვილი (2355) – 3.5; 44. ნინო ბაციაშვილი (2476) – 3.5; 79. მირანდა მიქაძე (2233) – 2.5; 85. სოფიო გვეტაძე (2311) – 2.5; 90. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 2.0; 100. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 2.0;

2 ივნისი ტურნირზე დასვენების დღეა, მე-7 ტურის პარტიები კი 3 ივნისს შედგება. დაგეგმილი შეხვედრებიდან რამდენიმეს გამოვარჩევთ: ელიზაბეტ პაეტი (გერმანია, 2489) – სტეფანოვა, ალეკსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2485) – იულია ოსმაკი (უკრაინა, 2345), ინა გაპონენკო (უკრაინა, 2415) – ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2475), შვაიგერი – მონიკა სოცკო (პოლონეთი, 2469), ეკატერინა ატალიკი (თურქეთი, 2408) – ანა უშენინა (უკრაინა 2450), ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია, 2490) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2434), ჯავახიშვილი – არაბიძე, ტიჩია გარა (უნგრეთი, 2352) – მელია, კრისტინა-ადელა ფოისორი (რუმინეთი, 2322) – ლომინეიშვილი.

0.121733