ჩოგბურთი

14:38 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანიძე ბაქოს ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა შანიძემ, რომელსაც სწორედ დღეს 15 წელი შეუსრულდა, საკუთარ თავს საჩუქარი ვერ უძღვნა და აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.

შანიძემ პირველ რაუნდში ავსტრალიელი ალექსანდრა ვალტერსი 7:5, 6:2 დაამარცხა, მერვედფინალში კი მე-3 ნომრად განთესილ ბელარუს სადაფმოჯ ტოლიბოვასთან 3:6, 6:7 (4:7) წააგო.

თეგებიანა შანიძე
0.108419