ჭიდაობა

14:00 | 2.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე (+VIDEO)

11-12 ივნისს ლოს-ანჟელესში (აშშ) თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასის გათამაშება ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ლას ვეგასის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 8 საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

გუნდური პრინციპით კედელი-კედელზე ფორმატით დაგეგმილ ტურნირში რევაზ მინდორაშვილის მიერ დარიგებული საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იასპარეზებს, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.

ქართული დელეგაცია ლოს ანჟელესში 2 ივნისს გამთენიისას გაემგზავრა და აშშ-ში ერთკვირიან შეკრებას გაივლის.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ – ბექა ლომთაძე

65 კგ – ზურაბ იაკობიშვილი, კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ – დავით ტლაშაძე

74 კგ – იაკობ მაქარაშვილი, ჯუმბერ ყველაშვილი

86 კგ – სანდრო ამინაშვილი, დავით მარსაგიშვილი

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე, მამუკა კორძაია

125 კგ – გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

მწვრთნელები: რევაზ მინდორაშვილი და არჩილ ქიტიაშვილი

ექიმი: თემურ მგელაძე

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად რუსეთი, თურქეთი და მონღოლეთი შეხვდნენ.

მსოფლიო თასი თავისუფალ ჭიდაობა – 2016

ლოს-ანჟელესი (აშშ), 11-12 ივნისი

ჯგუფი A: რუსეთი, საქართველო, თურქეთი, მონღოლეთი.

ჯგუფი B: აშშ, ირანი, აზერბაიჯანი, ინდოეთი.

www.wrestling.ge

0.114957