კალათბურთი

18:05 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებსაც უხმო.

რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრებში ის კალათბურთელები გამოიძახეს, რომლებიც ეროვნული გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ - ნიკოლოზ ცქიტიშვილს, გიორგი გამყრელიძეს, ანატოლი ბოისას.

ზუროსმა გაფართოებულ შემადგენლობაში იხმო ახალგაზრდები - გიგი გოგობერიშვილი, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური და კახა ჯინჭარაძე. ეს 2 უკანასკნელი ეგრეთ წოდებული, სარეზერვო კანდიდატები იქნებიან. ბექაური და ჯინჭარაძე საქართველოს „ბ“ ნაკრებში იქნებიან და გუნდს ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ გაჰყვებიან. თუკი ეროვნულ გუნდს ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე გამოაკლდება - მათ ადგილს ჯინჭარაძე და ბექაური დაიკავებენ.

ეს გახლავთ სამუშაო, წინასწარი სია, რომელმაც სამწვრთნელო შტაბის შეკრების შემდეგ, შესაძლოა, მცირე ცვლილება განიცადოს.

გთავაზობთ აღნიშნულ სიას:

www.gbf.ge

0.114304