პირველი ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ ზუგდიდის “ოდიში 1919” დატოვა და ისევ უმაღლეს ლიგაში სურს თამაში. ეს გუნდი პირველ ლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო თავად კუტალიამ მეორე წრე ითამაშა და 13 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.
ლევანი 27 წლისაა და ერთი პერიოდი ბოსნიის ჩემპიონატში თამაშობდა, “სლავიასა” და “ჟრინსკიში”. “სლავიაში” პირველი სეზონის შემდეგ, ის ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერებში მეორე ადგილზე გავიდა. მაშინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იძახებდნენ.