ქართველი პარამოცურავე, ლიკა ჩაჩიბაია რიოს პარაოლიმპიადაზე გამოვა. როგორც საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური იტყობინება, მომავალ პარაოლიმპიადზე ლიკას მონაწილეობა, პორტუგალიაში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის შედეგად გადაწყდა.
ამრიგად, უკვე ცნობილია იმ ორი პარასპორტსმენის ვინაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელს რიოში 2016 წლის პარაოლიმპიადაზე დაიცავენ. ლიკა ჩაჩიბაიამდე, ლიცენზია ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა.