სხვა

20:31 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის სამინისტრო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაზე გადავიდა

1 ივნისიდან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან (სულ 73) თანამშრომლობის ელექტრონულ ფორმატზე გადავიდა. ახალი მოდელი ფედერაციებისთვის და სამინისტროსთვის გამარტივებული მეთოდით მუშაობას გულისხმობს.

ფედერაციების ხელმძღვანელებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მოდელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა - აკაკი ლოდიამ და შალვა გოგოლაძემ გააცნეს.

დეტალური ინფორმაცია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.116082