ქართველი ჩოგბურთელი ანა შანიძე, რომელიც 2 ივნისს 15 წლის გახდება, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) თამაშობს.
ერთეულთა შეჯიბრში ანას პირველი მეტოქე ავსტრალიელი ალექსანდრა ვოლტერსი იქნება. წყვილთა ტურნირში შანიძემ და რუსმა სოფია დმიტრიევამ აზერბაიჯანელ ხალიზადას და რუს კისლიცკაიას 7:5, 6:4 სძლიეს, მეოთხედფინალში კი მე-2 განთესვის მქონე რუსულ დუეტთან (ბეკერი-სილიჩი) 4:6, 4:6 წააგეს.