ფეხბურთი

19:23 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2016 - რეშფორდი ჰოჯსონის საბოლოო სიაშია

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადი წარადგინა. საფრანგეთში წამსვლელ 23 ინგლისელს შორისაა თინეიჯერი მარკუს რეშფორდი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" სეზონის მეორე ნახევარში გამოჩნდა და ევროპული საფეხბურთო სამყარო მალევე აალაპარაკა. 18 წლის ფორვარდმა კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები ეროვნული გუნდის მოასამზადებელ შეკრებაზეც და მწვრთნელის ნდობაც დაიმსახურა.

ჰოჯსონი ევრო 2016-ზე ამ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:

მეკარეები: ჯო ჰარი (“სიტი”), ტომას ჰატონი (“ბარნლი”), ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”)

მცველები: რაიან ბერტრანდი (“საუთჰემპტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათანიელ კლაინი (“ლივერპული”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”), კაილ უოლკერი (“ტოტენჰემი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”), ჯონ სტოუნსი (“ევერტონი”)

ნახევარმცველები: დელე ალი (“ტოტენჰემი”), როს ბარკლი (“ევერტონი”), ერიკ დაერი (“ტოტენჰემი”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ადამ ლალანა (“ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“ლივერპული”), რაჰიმ სტერლინგი (“სიტი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი (“მანჩესტერი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერი")

ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ითამაშებს. მისი მეტოქეები უელსის, რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებები იქნებიან.

0.122683