სააგენტო Bloomberg-მა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ნაკრების ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასი შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ესპანეთს ჰყავს: ჯამში 736 მილიონი ევრო.
მეორე ადგილზეა გერმანია (663 მილიონი), მესამეზე კი – საფრანგეთი (551 მილიონი). ყველაზე ბოლოს, ამ მონაცემებით, უნგრელები დგანან. მათი ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ფასი 31 მილიონია.