ფეხბურთი

18:26 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” რუდიგერი გამოისყიდა

იტალიურმა “რომამ” გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი ანტონიო რუდიგერი სრულად გამოისყიდა. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, “მგლებს” 23 წლის ფეხბურთელის შეძენა 9.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. თუმცა, ერთი წლის წინ, “შტუტგარტს” “ჯალოროსიმ” 4 მილიონი ევრო გადაუხადა ერთწლიან იჯარაში, ანუ გამოდის, რომ რომაელებმა რუდიგერის სანაცვლოდ მთლიანობაში 13.5 მილიონი გაიღეს.

გერმანელმა მცველმა გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. ამჟამად რუდიგერი გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

0.119042