ლევან ყენიამ პრაღის “სლავიასთან” კონტრაქტი გააგრძელა. ახალი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისამდეა. 16 მატჩი, 1 გოლი, 5 საგოლე პასი – ასეთია ყენიას სტატისტიკა ჩეხეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში. ლევანმა ბევრი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.
შეგახსენებთ, ყენიამ 27 მაისს სლოვაკეთ-საქართველო ამხანაგურ მატჩში (3:1) ითამაშა და ლამაზი გოლიც გაიტანა.