მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ ბელგიის ეროვნულ ნაკრებს წამყვანი ცენტრალური მცველი ნიკოლას ლომბერტსი გამოაკლდა. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი იტყობინება. მარკ ვილმოტსმა “ზენიტის” მცველის ნაცვლად ნაკრებში უკვე უხმო “გენკის” უკანახაზელ კრისტიან კაბასელეს.
ბელგიელებს ლომბერტსამდე კიდევ ერთი წამყვანი მცველი ვინსენ კომპანიც გამოაკლდათ, მაგრამ უშუალოდ ვილმოტსი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს – მისი თქმით, მას ტობი ალდერვეიელდი, იან ვერტონგენი, ტომას ვერმაელენი, ჯეისონ დენიაერი ჰყავს და საგანგაშო არაფერია.