კალათბურთი

11:14 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” დასავლეთ კონფერენცია მოიგო

“გოლდენ სტეიტმა” დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში “ოკლაჰომა” 96:88 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენცია ისტორიაში მეხუთედ მოიგო (1964, 1967, 1975, 2015, 2016). პირველი ტაიმის შემდეგ “ოკლაჰომა” 6 ქულით იგებდა, თუმცა გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც “ოქროს შტატელებმა” 29:12 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, გამთამაშებელმა 12-დან 7 სამქულიანი, 12-დან 5 სამქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო. “ოკლაჰომაში” დურანტი 27 ქულით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტი” სერიას 1:3-ს აგებდა, “მეომრებმა” ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს.

სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდ კავალიერსს” შეხვდება.

“გოლდენ სტეიტი” – “ოკლაჰომა” 96:88 (19:24, 23:24, 29:12, 25:28)

https://www.youtube.com/watch?v=SI2R8gRJJA0

0.19494