ფეხბურთი

14:46 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” თურქი ნახევარმცველი დაიმატა

“გალათასარაის” აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ემრე ჩოლაკი, ლა კორუნიის “დეპორტივოში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ცნობა გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ემრემ გასულ სეზონში “გალათასარაის” მაისური 30-ჯერ მოირგო და 3-3 გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.113876