“ბორდოს” 44 წლის სპეციალისტი ჟოსელინ გურვენეკი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ჟირონდული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ფრანგი მწვრთნელი 6 წლის განმალობაში “გენგამს” ედგა სათავეში, რომელიც მესამე ლიგიდან პირველში გადაიყვანა და ქვეყნის თასიც მოაგებინა.
“ბორდოსთვის” განვლილი სეზონი წარუმატებელი გამოდგა და მხოლოდ მე-11 პოზიციაზე გავიდა, რასაც ორი მწვრთნელის დათხოვნა მოჰყვა – მარტში ვილი სანიოლმა დატოვა კლუბი, ხოლო რამდენიმე დღის წინ ულრიხ რამემ.