კალათბურთი

19:47 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მემფისს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ბინადარ “მემფის გრიზლის” 41 წლის ამერიკელი დევიდ ფიტდეილი გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფიტდეილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანია გუნდი ჩემპიონი გახადოს.

41 წლის სპეციალისტს აქამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად “გოლდენ სტეიტში”, “ატლანტაში” და “მაიამიში” უმუშავია.

0.105311