ფეხბურთი

19:06 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იბრა ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელია, დე ჩელიე - უცუდესი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი დასახელდა. შვედმა გიგანტმა რადიო RMC-ის ვერსიით დაიმსახურა აღნიშნული აღიარება. შეგახსენებთ, ზლატანი გასულ სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 38 გატანილი გოლით.

ამავე წყაროს გამოკითხვის შედეგად სეზონის საუკეთესო მწვრთნელად "ნიცას" დამრიგებელი კლოდ პუელი დასახელდა, საუკეთესო მეკარედ "მარსელის" კიპერი სტივ მანდანდა აღიარეს, ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე "რენის" 19 წლის შემტევი უსმან დემბელე გახდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებმა სეზონის ყველაზე ცუდი ფეხბურთელიც გამოავლინეს - ამ "მეტად საპატიო" პრიზს "მარსელის" იტალიელი მცველი პაოლო დე ჩელიე დაეუფლა.

0.131022