ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველი დანი კარვახალი დააკლდება. პირინელი ფეხბურთელისთვის ფატალური უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმა გამოდგა, რომელიც მან "ატლეტიკოსთან" მეორე ტაიმის დასაწყისში მიიღო.
ვისენტე დელ ბოსკემ კარვახალი ლონდონის "არსენალის" მცველით, ექტორ ბელერინით ჩაანაცვლა.