29 მაისს ფოთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი-ოფის მატჩი გაიმართა. „პარკი არენაზე“ ერთმანეთს ზუგდიდის „ზუგდიდი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი ხობელთა აქტიურობით დაიწყო და 29-ე წუთზე ანგარიში ზურაბ ჭანტურიძემ გახსნა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. ტაიმის მიწურულს ზუგდიდელებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და 45-ე წუთზე ლევან წურწუმიამ ანგარიში შესანიშნავი დარტყმით გაათანაბრა.
მეორე ნახევარი ზუგდიდელთა შეტევებით განახლდა. აქტიურობამ შედეგი 51-ე წუთზე გამოიღო. გურამ სამუშიამ საჯარიმოს მისადგომებთან რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს გატანა აღარ გასჭირვებია. დარჩენილ დროში ორივე გუნდი ბევრს ეცადა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება „ზუგდიდმა“ მოიპოვა.
ზუგდიდი – კოლხეთი (ხობი) 2:1
ფოთი, „პარკი არენა“
ზუგდიდი: ჯომიდავა, ქანთარია, ჩუკურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ჭანტურია (89’ ჩანადირი), მალანია (48’ თიბილაშვილი), სიხარულია, გ. სამუშია (კ), ლ. წურწუმია, თუთბერიძე (72’ ც. სამუშია).
მწვრთნელი: ლევან მიქაძე.
კოლხეთი: გელაშვილი, ფიფია, ონიანი, ვართაგავა, ლოლუა, ჭანტურიძე (81’ აკა), მეფიშვილი, ჭედია (50’ თევზაძე), ლომაია (85’ არქანია), ბაკურაძე, გ. წურწუმია.
მწვრთნელი: გია გურული.
გოლები: 0:1 ჭანტურიძე (29), 1:1 ლ. წურწუმია (45), 2:1 გ. სამუშია (51).
გაფრთხილება: 23’ თუთბერიძე, 30’ ფიფია, 52’, 58’ გ. სამუშია, 58’, 74’ გ. წურწუმია, 78’ ც. სამუშია, 88’ ონიანი.
გაძევება: 58’ გ. სამუშია, 74’ გ. წურწუმია.
მსაჯი: გ. ვადაჭკორია.
სფფ-ის პრესსამსახური