ფეხბურთი

0:30 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიამ გაიტანა და ორჯერ გაატანინა, აბურჯანიას გუნდი მესამეზე დარჩა, ცხადაძემ ისევ მოიგო

გიორგი გოროზიამ ნორვეგიულ “სტაბეკში” მშვენიერი მატჩი ჩაატარა: გოლი გაიტანა (ვიდეო) და ორი საგოლე პასი მიითვალა. ეს “სტარტთან” სტუმრად 5:0 მოგებულ შეხვედრაში. გოროზიამ 88 წუთი დაჰყო მინდორზე. სხვათა შორის, მისი გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო “სტარტი” – ბოლოზე.
გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლოსწინა ტურში “ლუგოს” სტუმრად 3:0 მოუგო და მესამე ადგილზეა. გიორგი აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა.
“ხიმნასტიკი” პრიმერაში პირდაპირ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ბოლო ტურში “ალავესთან” მოიგებს და ამავდროულად, “ლეგანესი” სტუმრად ვერ დაამარცხებს “მირანდესს”. “ალავესმა” დღეს ოფიციალურად გაინაღდა პრიმერას საგზური, ხოლო “მირანდესი” მე-15 ადგილზეა, არ ვარდება და უმოტივაციოა. აბურჯანიას გუნდი მესამე ადგილზე თუ გავა, ოთხგუნდიან ფლეი-ოფში მოუწევს თამაში დ ამ ოთხიდან ერთი გადავა პრიმერაში.
ყაზახეთში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა “ქაირათმა” შინ 3:2 მოუგო “აკჟაიკს”, არადა 89-ე წუთამდე აგებდა. “ქაირათი” უკვე მესამე ადგილზეა, არადა საწყისი ტურების შემდეგ, სანამ ცხადაძე მივიდოდა გუნდში, მერვე პოზიციაზე იყო.
ყაზახეთშივე, გოგიტა გოგუას “ირტიშმა” 1:0 აჯობა “ატირაუს” და მეორე პოზიციაზეა. გოგუას ამ შეხვედრაში არ უთამაშია.

0.156882