საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტიბე ესებუა და იულია ლობჟანიძე იცავდნენ, ნოტინგემში დასრულებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მშვილდოსნებმა მერვედფინალში ბელარუსი 5:4 დაამარცხეს, მეოთხედფინალში ამავე ანგარიშით თურქეთს სძლიეს, ნახევარფინალში კი დიდ ბრიტანეთს 5:3 მოუგეს.
ფინალში საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ უკრაინას გადაეყარა და 0:6 დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ ბრინჯაოს მატჩში გერმანიამ ბრიტანელებს 6:2 სძლია.