თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებებმა კიდევ 5 მედლის მოპოვება შეძლეს.
ბერძენ-რომაელთა ნაკრებიდან ტურნირის გამარჯვებული ლერი აბულაძე (58) გახდა. მან ფინალში თურქი აჰმეტ ალტანი 2:50 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10:0 დაამარცხა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მისმა ძმამ ოთარ აბულაძემ მოიპოვა, რომელმაც ასევე თურქი მეტოქეს, 2:48 წუთში 15:5 სძლია. ვერცხლის მედალს დასჯერდა ზაზა სილაგაძე (100).
თავისუფალთა ნაკრებიდან 76 კგ-ში მიხეილ ბოჭორიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გიორგი ბრეგვაძეს ბრინჯაო ერგო.
დღეს, 29 მაისს, ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე თავისუფალი და ბერძნულ-რომაული 50-63-85, ხოლო გოგონათა 43-52-70 კატეგორიის ფალავნები გავლენ.
www.wrestling.ge