“მალაგას” ყოფილი მწვრთნელი ხავი გრასია ყაზანის “რუბინში” იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
46 წლის სპეციალისტი, რომელიც “მალაგას” ორი წელი წვრთნიდა, ყაზანში ოთხი სეზონის განმალობაში იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ “რუბინის” ღირსებას საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია იცავს.