"რომა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის მატეო კოვაჩიჩის გადაბირებას შეეცდება. როგორც football italia იუწყება, "მგლების" წარმომადგენლები მილანში არიან და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობასთან 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებას დაიწყებს.
მატეო "რეალში" გასული სეზონის დაწყებამდე შეუერთდა. მას შემდეგ კოვაჩიჩმა ახალ გუნდში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს. მადრიდელებმა კი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ინტერს" 29.75 მილიონი ევრო გადაუხადეს.