ფეხბურთი

19:45 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მიდლსბრო” პრემიერლიგისთვის გაძლიერებას შეუდგა

ინგლისის პრემიერლიგის ახალწვეულმა “მიდლსბრომ” პირველი ტრანსფერი გაჩარხა. როგორც “ბოროს” ვებგვერდი იტყობინება, ინგლისურმა გუნდმა ამსტერდამის “აიაქსიდან” იმედისმომცემი დანიელი თავდამსხმელი ვიქტორ ფიშერი გაიფორმა. 21 წლის სკანდინავიელმა შემტევმა “მიდლსბროსთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფიშერმა, რომელიც “აიაქსის” მთავარ გუნდში 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს, გასულ სეზონში ერედივიზიონში 28 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 8 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.114563