სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:43 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ჩემპიონობას მიუახლოვდა!

ქართველმა მოჭადრაკე ნინო ხომერიკმა (2304) რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

ბოლოსწინა მე-10 ტურში ხომერიკმა თეთრი ფიგურებით რუს კირილ შუბინს (2372) სძლია და თავი 7.5 ქულას მოუყარა. ნინო 0.5 ქულით უსწრებს მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ გერმანელ დმიტრი კოლარსს (2470) და რუს საველი გოლუბოვს (2484).

შეგახსენებთ, რომ ხომერიკი ტურნირის ერთადერთი გოგონა მონაწილეა და ამასთან 12 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-10 რეიტინგი აქვს, ამდენად, შესაძლო გამარჯვება ქართველისთვის დიდი წარმატება იქნება.

დასკვნით ტურში ხომერიკი შავი ფიგურებით რუს სემიონ ლომასოვს (2342) ეთამაშება, რომელიც 6.0 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116943