"ესპანიოლის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან 44 წლის კონსტანტინ გილკე დაითხოვა. კატალონიელებმა რუმინელ სპეციალისტს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში წარმატება უსურვა.
გილკემ "ესპანიოლი" გასული სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და გუნდი ლა ლიგაში მე-13 ადგილზე გაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ უთავკაცებს კატალონიურ გუნდს მომავალ სეზონში.